ქრისტიანთა თემი

ქართ | DE

ქრისტიანთა თემი არის მოძრაობა რელეგიური განახლებისათვის.

ქრისტიანთა თემი აერთიანებს ადამიანებს, რომლებიც ღმერთის განკაცებას, მის სიკვდილს და აღდგომას გადამწყვეტ მოვლენად მიიჩნევენ კაცობრიობის ისტორიაში. ქრისტიანთა თემის საფუძველი არის ქრისტესთან პირდაპირი ურთიერთობა.

ქრისტიანთა თემი დაარსდა 1922 წლის 16 სექტემბერს და იგი არის დამოუკიდებელი და თავისუფალი ეკლესია. დამფუძნებელთა წრეს უდიდესი დახმარება გაუწია ანტროპოსოფიის დამმაარსებელმა რუდოლფ შტაინერმა. მან თეოლოგიური კურსების მთელი წყება წაუკითხა მომავალ მოძღვრებს.მისი სულისმეცნიერული მეთოდი ემსახურება ქრისტოლოგიის განვითარებას და სახარებათა გაგებას.

ქრისტიანთა თემის რელიგიური ცხოვრების ცენტრს წარმოადგენს განახლებული ღვთისმსახურება­ადამიანის კურთხევის ქმედება და მასთან დაკავშირებული ექვსი საიდუმლო: ნათლობა, კონფირმაცია, აღსარება, მოძღვრად ხელდასხმა, ზეთისცხება, ქორწინება.

საქართველოში, თბილისში ადამიანის კურთხევის ქმედების საიდუმლო აღესრულება 1983 წლიდან.

ქრისტიანთა თემის რეგისტრაცია საქართველოში კანონმდებლობის შესაბამისი ფორმით 1992 წელს მოხდა.